Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

DIE WELT (გერმანია)

ედუარდ შტაინერი

              რუბლი ეცემა. რუსეთის ცენტრალური ბანკი უარს ამბობს შესყიდოს უცხოური ვალუტა. ხელისუფლება თავგამოდებით  ცდილობს აღკვეთოს პანიკა. ნავთობზე ფასის ვარდნის შედეგები განუზომელია.  თუმცა რუსეთს ჰქონდა მყარი არგუმენტები ეს ნაბიჯი გადაედგა და მიზეზი აშშ-ია საძიებელი.

ორშაბათი „შავ დღედ“ იქცა ნედლეულის ბირჟებისთვის. რუსეთში არავის უფიქრია თავის მართლება იმის გამო, რომ OPEC- თან შეუთანხმებლობის მიზეზით, ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის მესამედით –  31დოლარამდე შემცირდა. ეს ყველაზე ძლიერი ვარდნაა 1991 წელს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომიდან მოყოლებული.

 

რუსეთში გუშინ დღესასწაული იყო, მაგრამ მას ვინც თვალს ადევნებდა ახალ ამბებს ან სადღეღამისო  მაღაზიებს სტუმრობდა, საზეიმო განწყობა სწრაფად გაუქარწყლდა. ის აუცილებლად მიხვდებოდა, რაც მოხდა.

რუსული ფული გაუფასურდა და ევროს ფასმა 76-83 რუბლი შეადგინა. ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ 30 დღით წყვეტს უცხოური ვალუტის შეძენას, რათა აღკვეთოს რუბლის ვარდნა და  მთელი კაპიტალის უცხოურ ვალუტაში გადაბარგება.

თავის მხრივ, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა საქვეყნოდ განეცხადებინა, რომ ნავთობის ფასის ხანგრძლივი ვარდნის პირობებშიც, სახელმწიფო შეძლებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას: ნაციონალური კეთილდღეობის ფონდში რეზერვები საკმარისია.

განიხილავდა თუ არა რუსეთი ამგვარ სცენარს?  აცნობიერებდა კი, ნავთობის რიგით მეორე ექსპორტიორი მსოფლიოში საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებს, როცა გასულ პარასკევს OPEC+-ის საუდის არაბეთის თავჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე უკუაგდო წინადადება „შავი ოქროს“ მოპოვების შემცირებაზე, რომლის მიზანი ეკონომიკური კრიზისით  გამოწვეული ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერება იყო?

ფიქრობდა  თუ არა მოსკოვი, რომ  OPEC +-ის ფარგლებში შეთანხმებული შეზღრუდვა გადავადდებოდა და 1 აპრილიდან ბაზრის თითოეული მონაწილეს შეეძლებოდა მოეპოვებინა იმდენი ნავთობი რამდენსაც მოისურვებდა?

             ბრძოლა ფიქლის გაზის ამერიკელ მწარმოებლებთან

     ელოდა კი რუსეთი, რომ საუდის არაბეთი დემპინგურ გარიგებაზე მოსკოვის უარის შემდეგ, თავის აზიელ კლიენტებს უპრეცენდენტო ფასს, ბარელზე 6-8 დოლარს შესთავაზებდა.

თუ რუსეთის საექსპერტო წრეებში მოარულ ვერსიებს დავუჯერებთ, მოსკოვმა იცოდა, რაზეც მიდიოდა. “მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს ელოდნენ და გეგმავდნენ“ – ამბობს  ნავთობის ბაზრის უმსხვილესი რუსი ბროკერი კირილ ტაჩენნიკოვი.

მისი აზრით, გათვლა კეთდებოდა იმაზე, რომ პირველ რიგში,  ფიქლის ნავთობის ამერიკელი მწარმოებლები დაზარალდებოდნენ, რომლებმაც ბოლო 10 წლის მანძილზე ბაზარზე პოზიციები გაიმყარეს. მათ ინვესტიციების შემცირების გამო, სიმძლავრეების შეზღუდვა მოუწევთ.

იგივეს ამბობს საინვესტიციო კომპანია „ცერიჰ კაპიტალ მენეჯმენტის“ ანალიტიკური განყოფილების გენერალური დირექტორის თანაშემწე ანდრეი ვერნიკოვი: „ნედლეულის ბაზრის რუსმა გენერლებმა გადაწყიტეს ამერიკელ ფიქლის ნავთობის მწარმოებლებს ბრძოლა გაუმართონ“.

                          რუსეთი ცდილობს ბაზარზე ამჟამინდელი წილი შეინარჩუნოს

            მართლაც, საკრედიტო ვალდებულებებით გადატვირთული ამერიკელი ნავთობმწარმოებლებისთვის, რენტაბელობის ქვედა ზღვარი 35 დოლარზე გადის. კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, მათთვის, ისედაც არახელსაყრელი ვითარება შეიქნა, რუსი მწარმოებელებისთვის კი, უფრო დაბალი ფასიც მისაღებია.

რუსეთის სახელმწიფომ, რომელიც 2014 წელს მნიშვნელოვნად დაზარალდა სანავთობო ბაზრის ეპოქალური კოლაფსით, ქვეყნის ბიუჯეტი ნავთობის  40 დოლარიან ღირებულებაზე გათვალა, საუდელებს კი 80 დოლარზე მეტი ფასი სჭირდებათ.

ექსპერტ ტაჩენნიკოვის თქმით, რუსეთს გაუაზრებლად არ უმოქმედია. მან გათვალა, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდება დღეში 4-5 ბარელს შეადგენს.  OPEC-ის წინადადება დღიური მიწოდების 1,5 მილიონ ბარელამდე დაყვანის შესახებ , მაინც არ იქნებოდა საკმარისი საიმისოდ, რომ მოთხოვნა–მიწოდება გაწონასწორებულიყო.

„ რუსეთის პოზიცია ამგვარია: ბალანსი უნდა დამყარდეს მოთხოვნილების ზრდის შედეგად  და არა მოპოვების შემცირების ხარჯზე. ის ცდილობს,  შეინარჩუნოს საკუთარი წილი ბაზარზე, რათა ის ფიქლის მწარმოებლების ხელში არ არმოჩნდეს“.

                             დანაკარგი ყოველდღიურად 100 მილიონი ევროა

         საგულისხმოა, რომ სწორედ ამას ელოდა საუდის არაბეთი, როცა 2014 წელს ნავთობის სარქველი ბოლომდე გახსნა. თუმცა  მან ვერ გათვალა, რომ  მიგნებების წყალობით,  ამერიკელები თავს გადაირჩენდნენ. მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ისიც, რომ ფასი 115 დოლარიდან 30-მდე დაეცა და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ასცდა 70-ს.

მცდარმა გათვლებით საქმე იქამდე მივიდა, რომ 2016 წელს რუსეთი ისტორიაში პირველად შეუერთდა ოპეკის მიერ დაწესებულ შეზღუდვას. ასე მოახერხა ალიანსმა OPEC +  ფასების რამდენადმე სტაბილიზაცია. „ ყველაზე რთული მხარეებს შორის ნდობის გაჩენა იყო“ –  აღიარებდა მაშინ  გამოცემასთან რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ  ნოვაკი.

ახლა ამ ნდობას (ისე როგორც  OPEC +-სს) წყალი შეუდგა. რუსეთში ზოგიერთი მომხდარში საუდელებს ადანაშაულებს, რომლებმაც მოპოვების რადიკალური შეზღუდვით მოსკოვის შანტაჟირება სცადეს, ახლა კი ფასების ვარდნით თავად უფრო დაზარალდნენ.

თუ რამდენად დაზარალდება რუსეთი, ეს გამოითვალა ქვეყანაში მეორე უდიდესი კონცერნის  „ ლუკოილის პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა. მისი თქმით, თუ ნავთობის ფასმა 40 დოლარამდე დაიწია,  დანაკარგი დღიურად 100-150 მილიონ დოლარს შეადგენს.

You missed