კორონავირუსი: კალიფორნია  საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

BBC    (დიდი ბრიტანეთი)
კალიფორნიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსით გამოწვეული პირველი გარდაცვალების გამო, ამგვარად გარდაცვალებულთა რაოდენობა აშშ-ში 11 მდე გაიზარდა
71 წლის მამაკაცს, რომელიც საკრამენტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ჰქონდა სუსტი ჯანმრთელობა და იმყოფებოდა საკრუიზო გემზე.
თეთრმა სახლმა გადაწყვიტა ოთხშაბათიდან უფრო ფართომაშტაბიანი ტესტირებების ჩატარება ავადმყოფობის აღმოსაჩენად. ამჯამად  150 ამერიკელი პაციენტი Covid-19 – ით არის დაავადებული , 16 შტატში.მთელს მსოფლიოში დადასტურდა 92 000-ზე მეტი ვირუსის შემთხვევა, რომელთაგან 80 000-ზე მეტი ჩინეთშია. გლობალურად დაიღუპა 3000 – ზე მეტი ადამიანი, დიდი უმრავლესობა ჩინეთში.10 სიკვდილი 11 დან მოხდა ვაშინგტონის შტატში, მაგრამ დაავადება გავრცელდა  ტეხასსა და ნებრასკაში.ამასობაში ვაშინგტონმა და ფლორიდამ საგანგებო მდგომარეობა  გამოაცხადეს, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება.

 

 

რა ვიცით საკრუიზო გემის შესახებ?

ითვლება, რომ გარდაცვლილი კალიფორნიელი მამაკაცი დაინფიცირდა Grand Princess- ის ბორტზე, საკრუიზო ხომალდი, რომელიც გასულ თვეში სან-ფრანცისკოდან მექსიკაში და უკან მოგზაურობდა.  21 თებერვალს სან- ფრანცისკოში დაბრუნების შემდეგ, . გემმა დაიწყო მოგზაურობა ჰავაის მიმართულებით.62 მგზავრი იყო როგორც მექსიკაში, ასევე ჰავაიში. შემოწმების მიზნით, ისინი კარანტინში მოათავსეს.  დიდი პრინცესა კალიფორნიის სანაპიროზე არის გაჩერებული. შტატის გუბერნატორმა  განაცხადა, რომ 11 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი პოტენციურად დაინფიცირებულია.გემს მართავს Carnival, რომლის Diamond Princess საკრუიზო გემი კარანტინირებული იყო გასულ თვეში მას შემდეგ, რაც ათეულობით მგზავრმა დადებითი ტესტირება მოახდინა Covid-19– ზე, როდესაც იგი იაპონიაში გაჩერდა.

რა სხვა ქმედებებს აკეთებს აშშ?

ბოლო დროს 14 დღის განმავლობაში ამერიკის მთავრობა კრძალავს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ – დაავადების ეპიცენტრში.ოთხშაბათს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ ნებისმიერ ამერიკელს შეიძლება ჩაუტარდეს ტესტირება კორანვირუსზე,  ექიმის ბრძანების შესაბამისად.პენსმა, რომელიც უხელმძღვანელებს აშშ-ს ეპიზოდის რეაგირებას, ასევე თქვა, რომ თეთრი სახლი დაიწყებს სახალხო ბრიფინგებს ვირუსის შესახებ.გარდა ამისა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები გააუქმებს ტესტებზე არსებულ შეზღუდვებს და გამოყოფს ახალ  მითითებებს ტესტების დაჩქარებისთვის, მათთვის, ვინც შიშობს, რომ დაინფიცირებულია.მაგრამ ისმება კითხვა, თუ როგორ იქნება დაცული ეს დაპირება, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიები ამტკიცებენ, რომ შეზღუდულია მათი ტესტების ჩატარების შესაძლებლობა.ასევე იბადება კითხვა ღირებულებაზე, არსებობს შემთხვევები როდესაც მოქალაქეები რომლებსაც დაზღვევა არ გააჩნიათ იხდიან 1000 $ მდე ტესტისათვის.

კორონავუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს $8.3 მილიონ სასწრაფო ფონდი გამოყო.ზოგიერთმა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირმა დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაცია, ნელ რეაგირებაში  და შეშფოთება წამოიჭრა ტესტების ჩასატარებელი დანადგარების  ნაკლებობასთან დაკავშირებით

.ამის საპასუხოდ, პრეზიდენტი ტრამპი ადანაშაულებს  მისი წინამორბედის, დემოკრატიული პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ მიღებულ რეგულაციებს. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ გააუქმეს ეს რეგულაციები და  ადგილობრივ ლაბორატორიებს საკუთარი ტესტების შექმნის საშუალებას მისცეს.

მთავრობის გარეთ, გაერთიანებულმა ავიახაზებმა და დელტამ განაცხადეს, რომ შემცირდება აშშ – ს ფრენის გრაფიკი, შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად.

რა არის უახლესი მოვლენები სხვაგან?

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში  ჩინეთის გარეთ არის სამხრეთ კორეა, სადაც ოთხშაბათს დაფიქსირდა 516 კორონავირუსით დაავადების შემთხვევა.  მათი საერთო რაოდენობა უკვე 5,766 – ს შეადგენდა. დაღუპულთა რიცხვი  კი 35-ს

ვითარების გასაკონტროლებლად.  სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრმა ჩუნგ სე-კიუნმა გამოაცხადა აკრძალვა სახის ნიღბების ექსპორტზე

ამასთან, ავსტრალიამ აკრძალა სამხრეთ კორეიდან ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლა. ავსტრალიაში კორონავირუსისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა, საერთო 53 შემთხვევა დაფიქსირდა.

იმავდროულად, ჩინეთში დაფიქსირდა 139 ახალი შემთხვევა და 31 ადამიანი დაიღუპა, ყველაფერი ჰუბიის პროვინციაში.

იტალიაში მინიმუმ 10 დღით დაიხურა სკოლები.

ხუთშაბათს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაცხადა 50 მილიარდი დოლარის თანადგომა კოროვირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის. ორგანიზაციამ ასევე გააფრთხილა, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 2019 წლისთვის 2.9% -ზე დაბალი იქნება