THE NATIONAL INTEREST აშშ

დესმონდ ლაჰმანი

 

ტრამპის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს ეკონომიკურ პოლიტიკაში ძირითადად შეიცვალა ის, რომ ჩინეთი განიხილება სტრატეგიულ ეკონომიკურ საფრთხედ და არა გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორად. სწორედ ეს მოტივაცია ასაზრდოებდა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომს. ჩნდება კითხვა: აქვს კი აშშ-ს საფუძველი, ისევე ეშინოდეს ჩინეთის ეკონომიკის ამერიკულ ეკონომიკაზე გაბატონების, როგორც თავის დროზე უფრთხოდა საბჭოთა კავშირისა და იაპონიის ეკონომიკურ დომინაციას?

შეიძლება თამამად ითქვას, რომ  შიში,  გასული საუკუნის ჯერ 60-იან, შემდეგ 70-იან წლებში ,შესაბამისად  სსრკ-სა და იაპონიის ეკონომიკური გაბატონებისა, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა.  80-იან წლებში საბჭოთა ეკონომიკის არნახული ვარდნა, 90-იანების დასაწყისში სსრკ-ს დაშლით დასრულდა, ხოლო 1990 წელს, ამომავალი მზის ქვეყანაში დაწყებულმა ეკონომიკურმა საოცრებამ, მიგვიყვანა დღევანდელ იაპონიამდე, რომელმაც ეკონომიკური თვალსაზრისით “გააცდინა” 2 ათეული წელი, მას შემდეგ, რაც გასკდა საპნის ბუშტი საკრედიტო და უძრავი ქონების ბაზრებზე.შამდენად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი შიშიც ჩინეთის ეკონომიკის გაბატონებისა,  დასრულდება და ეს ქვეყანა აღმავლობის შემდეგ მორიგ „ქაღალდის ვეფხვად“ გადაიქცევა. ისე, როგორც იაპონიის შემთხვევაში, ჩინეთის  ბოლო 30-წლიანი განვითარება,  შეიცვლება ხაგრძლივი ეკონომიკური სტაგნაციით. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ მიმდინარეობს ბრძოლა  ზომბი-კომპანიებისა და საბანკო სისტემის გადასარჩენად, რომლებიც გადაივსო უსარგებლო კრედიტებით.

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ჩინეთის ეკონომიკა თიხის ფეხებზე დგას, არის ის, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა საზრდოობს მართლაც ეპიკური მასშტაბის საკრედიტო ბუშტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ჩინეთის არასახელმწიფო სექტორის დაკრედიტება ხდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ით, რისი ისტორიული პრეცედენტიც არ არსებობს. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია კაპიტალის არარაციონალური გადანაწილება, რასაც მოწმობს 65 მილიონი ცარიელი ბინა, რიგი ქალაქი – მოჩვენებისა და უზარმაზარი მოცულობის ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები. წელს, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა თვალშისაცემად შენელდა. საპასუხოდ ჩინეთის ხელისუფლებამ კვლავ დაკრედიტების ზრდას მიმართა, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოეხდინა. ამის შედეგად საპნის ბუშტი კიდევ უფრო გაიბერება და მძევლად აქცევს ეკონომიკური ზრდის პოტენციალს.

ჩინეთს, სასიცოცხლოდ სჭირდება სწრაფი და ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს ძალიან გაძნელდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიცვალა ჩინეთის პოლიტიკა ერთი ბავშვის ყოლის შესახებ და განზრახულია სამუშაო ძალის 30%-თ შემცირება, მომავალი 30 წლის განმავლობაში. ამას ემატება სი ცზიანპინის პროგრამა, რომლის თანახმად დაგეგმილია სახელმწიფო სექტორის მოცულობის გაზრდა – პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. ამით შეიძლება დასამარდეს დენ სიაოპინის მიერ დაწყებული ეკონომიკური რეფორმა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და ეკონომიკის კერძო  სექტორისთვის გახსნას გულისხმობდა. სწორედ დენის რეფორმა იყო ჩინეთის თავბრუდამხვევი ეონომიკური ზრდის ქვაკუთხედი.  ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩინეთის შთამბეჭდავი ეკონომიკური განვითარებისა იყო ექსპორტი. თუმცა არის დიდი რისკი, რომ თანდათან მოხდება გლობალიზაციის პროცესიდან გადახვევა, რაც ჩინეთის  ეკონომიკისთვის  სერიოზული დაბრკოლება იქნება. საქმე ისაა, რომ ამერიკული პოლიტიკის ორივე დერეფანში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეზღუდვის მოთხოვნა. ამას ემატება ისიც, რომ კორონავირუსის შემდეგ  ამერიკული ფირმები  სულ უფრო ნაკლებად იყო დამოკიდებული მიწოდების გლობალურ ქსელებზე –  მათ შორის,  ჩინურ ქსელებზე.

ყოველივე ეს მეტყველებს, რომ როგორც ადრე, იაპონიის შემთხვევაში, ისე ჩინეთშიც ოცდაათწლიანი ეკონომიკური ზრდა შეიცვლება  ხანგრძლივი ეკონომიკური სტაგნაციით. ამას მოჰყვება გლობალური შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთი  მთავარი მამოძრავებელი იყო მსოფლიო ეკონომიკის ზრდისა,  საერთაშორისო ბაზარზე კი  წარმოადგენდა  ნედლეულის მთავარი მომხმარებელს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამერიკის ეკონომიკა ვეღარ დაიჩრდილება აღორძინებული ჩინეთის ეკონომიკით.

 

By admin

Leave a Reply

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email