THE TIMES  დიდი ბრიტანეთი

 

ეს იყო ბედნიერი კვირა აღმოსავლეთევროპელი პოპულისტებისთვის. პოლონეთში ნაციონალურმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ (კდს) თავი გაართვა ვარშავის ცენტრისტი მერის გამოწვევას საპრეზიდენტო არჩევნებში. მმართველი პარტიის ფავორიტმა ამ გამოცდას გაუძლო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პოლონეთის ეკონომიკა კდს-ს ხელში კარგი ტემპით იზრდება, ასევე, იმის გამო,  რომ მთავრობამ გულუხვად გაიღო სუბსიდიები ბავშვიან ოჯახებზე. თუმცა იყო კიდევ ერთი, ბნელი მიზეზი ანჟეი დუდას გამარჯვებისა, სიძულვილის გაღვივება გეების, ებრაელებისა და ლიბერალების მიმართ, რომელნიც გაურიგდნენ უცხოელებს და სურდათ პოლონური ტრადიციების მოშლა.

ამასობაში უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცდილობდა დახმარება მიეღო ევროკავშირის აღორძინების ფონდიდან (750 მილიარდი ევრო). დახმარება გულისხმობდა დათ  ქმას,  რომ მიმღები ქვეყანა უზრუნველყოფდა კანონის უზენაესობის დაცვას. მისტერ ორბანს ეს არ მოეწონა და მთელ პაკეტზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. სხვა ევროპელ ლიდერებს ალბათ მოუწევთ უკანდახევა, რადგან მათ ამომრჩევლებს საკუთარი ეკონომიკური პრობლემები უფრო ადარდებთ, ვიდრე უნგრეთის ზეპური საზოგადოების ვნებები.

დუდას წარმატება პოლონეთს ორად გაყოფილს ტოვებს, დუდამ დამაჯერებლად გაიმარჯვა სოფლად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილსა და ხანშისესულ მოქალაქეთა შორის, მაგრამ წააგო დიდ ქალაქებში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ახალგაზრდა თაობის ამომრჩევლებში. მეორე ტურის საბოლოო შედეგი ასეთია: 51%  – 49%-ის წინააღმდეგ. დუდას  მოწინააღმდეგეები დედაქალაქის მერის რაფაელ ტრზასკოვსკის ირგვლივ გაერთიანდნენ.

ეს იყო დარტყმა ლიბერალურ იმედებზე. პრეზიდენტს, რომელსაც არ გააჩნია აღმასრულებებლი ფუნქციები, შეუძლია ვეტოს დადება ახალ კანონებზე. კდს,  რომელმაც გასულ წელს დაკარგა კონტროლი         სენატზე, დასუსტდა და ტრზასკოვსკის ვეტოს საშუალებით შეეძლო აღეკვეთა დუდას პოპულისტური კურსი.

მისტერ ტრზასკოვსკი ნამდვილად არ არის ის კაცი, რომელსაც მხცოვანი კათოლიკეებით შეაშინებ, თუმცა კდს-ს ცდა არ დაუკლია ის ასეთად წარმოეჩინა. როგორც ბარაკ ობამა 2012 წლამდე, ისიც უარს ამბობდა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე, თუმცა აღიარებდა სამოქალაქო პარტნიორობას( მის პარტიას „სამოქალაქო პლატფორმა“ არ სურს ღიად დაუპირისპირდეს საზოგადოებრივ აზრს). ის და მისი პარტია არ მოითხოვს აბორტის უფლების გაფართოებას, რომელიც დაშვებულია მხოლოდ ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების, დედისთვის  სასიცოცხლო საფრთხის, გაუპატიურების და სისხლის აღრევის შემთხვევებში. თუმცა ვარშავის მერი წარმოადგენს სხვა მიმართულებას, განსხვავებულს კდს და მისი ლიდერის პოზიციისგან, რომელიც აბორტის პირობების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს. საარჩევნო კამპანიის დროს დუდამ გეებისა და ტრანსგენდერების უფლებების დაცვას უწოდა იდეოლოგია, რომელიც კომუნიზმზე უფრო საშიშია. მან ასევე იხეირა სახელმწიფო მაუწყებელზე მისი პოზიტიური გაშუქებით. ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში მოსახლეობა ყველაზე მეტად ოფიციალური მაუწყებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

გამარჯვებულმა პარტიამ ახლა უნდა გადაწყვიტოს რიგორ აპირებს ქვეყნის მართვას. გააორმაგებს თუ არა მომგებიან სტრატეგიას და კიდევ უფრო გაამკაცრებს აბორტის პირობებს და დაიქვემდებარებს და სასამართლო   დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილს? თუ ეს მოხდა, ბრიუსელი ამას ვერ შეაჩერებს: თუკი ევროპელებს არ ძალუძთ აღკვეთონ დემოკრატიული ნორმების უხეში დარღვევები უნგრეთში, როგორ მოახერხებენ პოლონეთის დასჯას უფრო ნაკლები ცოდვებისთვის?

ალტერენატივას წარმოადგენს ლავირება ცენტრისკენ. ეს იქნება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, როგორც კდს-ს, ისე მთელი პოლონეთისთვის. პოლონეთი კონსერვატიული კვეყანაა, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად. ეკონომიკურ განვითარებას მოჰყვება სოფლის მოსახლეობის ტრანსფორმაცია. უნგრეთისგან განსხვავებით, პოლონეთი უფრო პლურალისტური და დინამიური ადგილია, ძლიერი ინსტიტუტებითა და უშიშარი პრესით, თუმცა კდს ცდილობს ამ უკანასკნელს პირში ბურთი ჩასჩაროს. თუ კდს გააცნობიერებს რა არის მისთვის უმჯობესი, ის მოუკლებს სიძულვილის გაღვივებას და იმოძრავებს იქითკენ, სადაც მეტი ამომრჩეველია. ასე სურთ ამ პარტიის ზომიერ მომხრეებსაც. ოპოზიციამ კი უნდა მოითხოვოს მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებისგან და ემზადოს მომავალი არჩევნებისთვის.

By admin

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email