Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

“მწერლები ხსნიან ჩვენს გულსა და გონებას, ისინი ჩვენს საკუთარ რუკას გვიდგენენ, რათა უფრო სანდოდ ვიმოგზაუროთ”

სამარადისო შეკითხვაა, თუ რა ზეგავლენა აქვს კითხვას ადამიანის სულზე და მასზე პასუხი საკმაოდ რთულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ კითხვაზე ტვინს არ იჭყლეტს უმარავი ადამიანი. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა კაფკას ჩინებული წერილი მისი ბავშვობის მეგობრისადმი – “ვფიქრობ, ყველაზე ხშირად ისეთ წიგნებს უნდა ვკითხულობდეთ, რომელიც ჩვენში ჭრილობას ტოვებს და გვამტკიცებს. თუ წიგნი, არ გვაფხიზლებს და გონებას არ გვინათებს, რატომ უნდა ვკითხულობდეთ მას? როგორც შენ ამბობ, უნდა გვაბედნიერებდეს? ღვთის გულისათვის, ისეთი წიგნები, რომლებსაც მხოლოდ სიამოვნების მისაღებად ვკითხულობთ, შეგვეძლო თავადაც დაგვეწერა, თუ დაგვჭირდებოდა.

 

თუმცა ჩვენ გვჭირდება წიგნები, რომლებიც უდაბნოსავით გვწვავენ და ღრმა დარდს აღვივებენ ჩვენში, იმ ადამიანის სიკვდილის მსგავს სევდას, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარდა, ტყეში ყველასგან მოშორებით განდევნილი ადამიანის მწუხარების სადარ ტკივილს, თვითმკვლელობის მსგავსს სევდას. წიგნი ცული უნდა იყოს, ჩვენში გაყინული ზღვის დასამსხვერავად. ასეთია ჩემი რწმენა.”,

ამ სტატიაში კი მინდა გაგაცნოთ ლიტერატურის ის ოთხი ფსიქოლოგიური ფუნქცია, რომელიც ადამიანის სულს ასაზრდოებს:

1. კითხვა გინარჩუნებთ დროს

თითქოს დროის უაზრო კარგვაა, თუმცა ლიტერატურა უნიკალური დროის მზოგავია – კითხვის მეშვეობით შეგვიძლია განვიცადოთ და შევიგრძნოთ რიგი ემოციებისა და შემთხვევებისა რასაც რეალურ ცხოვრებაში წლებს, საუკუნეებსა და ათასწლეულებს მოანდომებდი. ლიტერატურა რეალობის უძლიერესი სიმულატორია – მანქანა, რომელიც უსასრულოდ მეტი  განცდის საშუალებას გაძლევს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში შეძლებდი.

2. ხდები უკეთესი

ლიტერატურა გაჩვენებს საგნებსა და მოვლენებს სხვების თვალით. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სხვების მაგალითზე საკუთარ ქმედებათა შედეგები დავინახოთ, ასევე, ის სიკეთის, გულუხვობისა და თანაგრძნობის მაგალითია ჩვენთვის.

ლიტერატურა მტკიცედ ეწინააღმდეგება აზრს, რომ მთავარი ფული და ძალაუფლებაა. მწერლები არ არიან ამ დომინანტური სისტემის მომხრენი – ისინი თანაგრძნობით განგვაწყობენ ისეთი იდეებისა და გრძნობების მიმართ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღიურ, კომერციულ, ცინიკურ სამყაროში ითრგუნება.

3. წიგნი მარტოობის წამალია

ჩვენ იმაზე მეტად უცნაურები ვართ, ვიდრე ვაღიარებთ.  ხშირად ვერ ვამბობთ, თუ რაზე ვფიქრობთ. წიგნებში კი ვპოულობთ განმარტებას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ის მოვლენებს აღწერს მეტად რეალურად, ვიდრე ამის საშუალებას ჩვეულებრივი დიალოგი მოგვცემდა. საუკეთესო წიგნებში აღმოვაჩენთ, რომ ავტორი იმაზე უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ შევიცნობთ საკუთარ თავს – წიგნში პოულობენ საჭირო სიტყვებს ჩვენი შინაგანი ცხოვრების მყიფე, უცნაური და განსაკუთრებული გამოცდილებების გადმოსაცემად… მწერლები ხსნიან ჩვენს გულსა და გონებას, ისინი ჩვენს საკუთაარ რუკას გვიდგენენ, რათა უფრო უსაფრთხოდ ვიმოგზაუროთ, ვიმოგზაუროთ ნაკლები პარანოიითა და დევნით.

4. გამზადებს მარცხისათვის

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, წარმართველია შიში  მარცხისა და იმედგაცრუების, გვეშინია რომ “ლუზერის” იარლიყს მოგვაკრავენ. ყოველდღიურად მედია მოგვითხრობს ასეთ ისტორიებს. საინტერესოა, რომ ბევრი ნაწარმოები სწორედ მარცხს აღწერს –  არაერთი კარგი ნოველა, პიესა თუ პოემა, ადამიანების იმედგაცრუებაზე გვიამბობს. წიგნი არასოდეს განსჯის ისე უხეშად და ცალსახად როგორც მედია..

ლიტერატურა მრავალი მიზეზით იმსახურებს პატივს, თუმცა ყველაზე მნიშველოვანია , რომ  ის გვეხმარება ვიცხოვროთ და გარდავიცვალოთ, ცოტა მეტი სიბრძნით, სიკეთით და საღი აზროვნებით აღსავსენი.

წყარო: 4motivi

 

You missed