ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სწორედ,   რომ მასობრივი ინფომაციის საშუალებებს უკავიათ.

ზოგადად ადამიანი მიდრეკილია განვითარებისკენ, ეს კი თავის მხრივ მოიაზრებს ინფორმაციის მოპოვებას, მოძიებასა და დამუშავებას. ადამიანში, მაღალი ინტელექტის ერთ-ერთ განმსაზღვრელად,  შეიძლება მივიჩნიოთ ინფორმაციის დამუშავებისა და სწორად გაანალიზების უნარი.

დღევანდელ რეალობაში ყველაზე ეფექტურ და სწრაფ გზად სოციალური ქსელი და ტელევიზია მიიჩნევა.

არსებობს ადამიანების სხვადასხვა კატეგორია, ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ რაღაც კონკრეტული თემა და მის გარშემო ყველანაირ საკითხს ეცნობიან,  მაგრამ გადამწყვეტ როლს ამ საკითხის მიმართ თავიანთი სუბიექტური განწყობები აყალიბებს,   თუმცა ამასთან, არსებობს საზოგადოების ის ნაწილი,   რომელიც იღებს ინფორმაციას კონკრეტული სიახლის შესახებ,    მაგრამ  მისი მიღება  ხდება    გაუაზრებლად,    გადამუშავებისა და გაცნობიერების გარეშე.     სწოედ  ასე  გავრცელებული  ინფორმაცია  ხდება საფრთხის შემოცველი, რადგან ხშირად არასწორი დამოკიდებულებები ყალიბდება სხავდასხვა თემის გარშემო.    ამას ხელს უწყობს ტექნიური შესაძლებლობები,   როგორებიცაა,  ფეიქ ნიუსები,   ტროლები, ბოტები და ა.შ.   მათი გამოყენება ძირითადად   კომერციულ, პოლიტიკურ და მსგავს ჭრილში ხდება. აქვე მახსენდება ერთი სოციალური კვლევა.     კველვაში მონაწილეთა ჯგუფს აჩვენეს ვიდეო,  სადაც თეთრმაისურიანები ესოდნენ  ბურთს შავმაისურიანებს,  მაყურებელს ევალებოდა შავებისთვის და ბურთისთვის დაკვირვება,   შემდეგ კი თეთრებისთვის,  ამასობაში თითქმის ვერავინ შენიშნა დიდი,  შავი გორილა.    სწორედ ასეთ მეთოდის  ხშირად იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.   წინ წამოწევენ ნაკლებად მნიშვნელოვან თემას და ამით ფარავენ უფრო მნიშვნელოვანს.

ეს არის  ჩვენს რელობაში არსებითი  პრობლემა,  როდესაც ინფორმაცია სწორად, დამახინჯების გარეშე   ვერ აღწევს ადრესატამდე.  რა თქმა უნდა,  არსებობს მისი გადაჭრის გზები.    პირველ რიგში ამ საკითხთან ბრძოლა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გზით უნდა დაიწყოს.       ადამიანებს უნდა შეეძლოთ გარჩევა რა არის რეალური და რა არარეალური.      სხვადასხვა ორგანიზაცია უკვე მუშაობს,    რათა შექმნან ისეთი ინტელექტუალური მოწყობილობები რომლებიც შეძლებენ  ტროლების ამოცნობას.  ეს პრობლემა საბედნიეროდ მოგვარებადია და თანამედროვე სამყარო აუცილებლად შეძლებას მის მოგვარებას.

ლიზი ბარტყულაშვილი

By admin

Leave a Reply

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email