01.04.2020

საქართველოს მთავრობის  გადაწყვეტილებით ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე  ნაკლებ ბუნებრივ აირს,სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ყველა სახის კომუნალური გადასახადები-მათ შორის წყლისა და დასუფთავების საფასური დაუფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

  1. 03. 2020

21:00 საათიდან ამოქმედდა კომენდანტის საათი. მოქალაქეებს ეკრძალებათ ფეხით ან ავტომობილით ქუჩაში გადაადგილება. შეჩერებულია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

21:00 საათიდან   06:00 საათამდე გადაადგილების უფლება აქვთ მხოლოდ სამართალდამცავებს, ექიმებს, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებსა  და სპეციალური საშვის მქონე პირებს.

     “ჩვენ მკვდრებს დღედაღამ ვიღებთ”

THE NEW YORK TIMES
ჯეისონ ჰოროვიცი

იტალიაში დაიღუპა 8.165 ადამიანი, მეტი ვიდრე ჩინეთში და ესპანეთში ერთად აღებული და ბევრად  მეტი ვიდრე შეერთებულ  შტატებში.

თვით იტალიაში, ყველაზე მეტი გარდაცვლილი  ბერგამოს მხარეშია. აქ ოფიციალურად 1,328 ადამიანი გარდაიცვალა. რეალური რიცხვი შეიძლება ოთხჯერ მეტიც იყოს.
Read More

27.03.2020

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს  covid-19დაუდასტურდა. ამჟამად ის თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა განაგრძნობს უფლება-მოვალეობების შესრულებას.

პირველი სიმპტომები ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეთაურს ხუთშაბათს გამოუვლინდა. ჯერჯერობით, დაუდგენელია რამდენ პირთან ჰქონდა მას კონტაქტი ბოლო კვირის განმავლობაში.

26.03.2020

კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა აშშ-ში მყოფ ქართველ ემიგრანტებში. ნიუ-იორკში მოქმედი  ასოციაცია ,,თვისტომის’’ ხელმძღვანელის, ნიკა ჩხეიძის განცხადებით, მათი უმეტესობა თვითიზოლაციაშია და ისინი კონსულტაციას ამ დღეებში დაარსებული კრიზისცენტრის საშუალებით იღებენ.

25.03.2020

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფალმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან გაერთიანება, რეგიონის სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა.

ბიბილოვმა ოფიციალური თბილისის პოლიტიკას, მოახდინოს რეგიონის იზოლაცია, უნაყოფო უწოდა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია გამკაცრდეს ე. წ. საზღვრის დაცვის ღონისძიებები.

ახალი კორონავირუსი რუსეთს მაინც უტევს: მზადაა ქვეყანა საამისოდ?

SCIENCE აშშ

რიჩარდ სთოუნი

ბოლო კვირეების განმავლობაში, რუსეთი თითქოსდა ახერხებდა საფრთხე თავიდან აეცილებინა. როცა 2019 წლის კორონავირუსული სენი საზღვარს იქით ბობოქრობდა, რუსეთს ის თითქმის არ შეხებია, ჯერ კიდევ 10 მარტისთვის ინფიცირების სულ 7 შემთხვევა აღირიცხა. მას შემდეგ დაავადებულთა რიცხვი განუხრელად იზრდება. სადღეისოდ ქვეყანაში 840 ფაქტია გამოვლენილი და შემთხვევების ორი მესამედი მოსკოვის ოლქზე მოდის.

Read More

რატომ მიდის რუსეთი ეკონომიკური კოლაფსის რისკზე

 

DIE WELT (გერმანია)

ედუარდ შტაინერი

              რუბლი ეცემა. რუსეთის ცენტრალური ბანკი უარს ამბობს შესყიდოს უცხოური ვალუტა. ხელისუფლება თავგამოდებით  ცდილობს აღკვეთოს პანიკა. ნავთობზე ფასის ვარდნის შედეგები განუზომელია.  თუმცა რუსეთს ჰქონდა მყარი არგუმენტები ეს ნაბიჯი გადაედგა და მიზეზი აშშ-ია საძიებელი.

ორშაბათი „შავ დღედ“ იქცა ნედლეულის ბირჟებისთვის. რუსეთში არავის უფიქრია თავის მართლება იმის გამო, რომ OPEC- თან შეუთანხმებლობის მიზეზით, ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის მესამედით –  31დოლარამდე შემცირდა. ეს ყველაზე ძლიერი ვარდნაა 1991 წელს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომიდან მოყოლებული.

 

Read More

კორონავირუსი: კალიფორნია  საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

BBC    (დიდი ბრიტანეთი)
კალიფორნიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსით გამოწვეული პირველი გარდაცვალების გამო, ამგვარად გარდაცვალებულთა რაოდენობა აშშ-ში 11 მდე გაიზარდა
71 წლის მამაკაცს, რომელიც საკრამენტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ჰქონდა სუსტი ჯანმრთელობა და იმყოფებოდა საკრუიზო გემზე.
თეთრმა სახლმა გადაწყვიტა ოთხშაბათიდან უფრო ფართომაშტაბიანი ტესტირებების ჩატარება ავადმყოფობის აღმოსაჩენად. ამჯამად  150 ამერიკელი პაციენტი Covid-19 – ით არის დაავადებული , 16 შტატში.მთელს მსოფლიოში დადასტურდა 92 000-ზე მეტი ვირუსის შემთხვევა, რომელთაგან 80 000-ზე მეტი ჩინეთშია. გლობალურად დაიღუპა 3000 – ზე მეტი ადამიანი, დიდი უმრავლესობა ჩინეთში.10 სიკვდილი 11 დან მოხდა ვაშინგტონის შტატში, მაგრამ დაავადება გავრცელდა  ტეხასსა და ნებრასკაში.ამასობაში ვაშინგტონმა და ფლორიდამ საგანგებო მდგომარეობა  გამოაცხადეს, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება.

 

Read More

შემთხვევა დედამიწაზე. დათბობა და წყალდიდობა ციმბირში

ტოკიო სინბუნი, იაპონია
იუსი კოინაგი

დათოვლილ   ველზე  განცალკევებით დგას  სახლი. ადამიანები არ ჩანან. მოშორებით, მეორე  ქოხი ასევე მიტოვებულია. ტულუნი, ირკუტსკის მხარე. მსოფლიოს ყველაზე ცივი რეგიონი  თებერვლის დასაწყისში მოვინახულე. ქვანახშირის მომპოვებელ ქალაქში, სადაც ექკსპლუატაციას უწევდნენ იაპონელ ჯარისკაცებს, რომელთა ინტერნირება საბჭოთა ხელისუფლებამ ციმბირში მოახდინა, დღემდე რჩება გასული წლის ივნისში მოვარდნილი წყალდიდობის კვალი.

 


Read More