“ჩვენ მკვდრებს დღედაღამ ვიღებთ”

     “ჩვენ მკვდრებს დღედაღამ ვიღებთ”

THE NEW YORK TIMES
ჯეისონ ჰოროვიცი

იტალიაში დაიღუპა 8.165 ადამიანი, მეტი ვიდრე ჩინეთში და ესპანეთში ერთად აღებული და ბევრად  მეტი ვიდრე შეერთებულ  შტატებში.

თვით იტალიაში, ყველაზე მეტი გარდაცვლილი  ბერგამოს მხარეშია. აქ ოფიციალურად 1,328 ადამიანი გარდაიცვალა. რეალური რიცხვი შეიძლება ოთხჯერ მეტიც იყოს.
Read More

27.03.2020

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს  covid-19დაუდასტურდა. ამჟამად ის თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა განაგრძნობს უფლება-მოვალეობების შესრულებას.

პირველი სიმპტომები ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეთაურს ხუთშაბათს გამოუვლინდა. ჯერჯერობით, დაუდგენელია რამდენ პირთან ჰქონდა მას კონტაქტი ბოლო კვირის განმავლობაში.

26.03.2020

კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა აშშ-ში მყოფ ქართველ ემიგრანტებში. ნიუ-იორკში მოქმედი  ასოციაცია ,,თვისტომის’’ ხელმძღვანელის, ნიკა ჩხეიძის განცხადებით, მათი უმეტესობა თვითიზოლაციაშია და ისინი კონსულტაციას ამ დღეებში დაარსებული კრიზისცენტრის საშუალებით იღებენ.

25.03.2020

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფალმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან გაერთიანება, რეგიონის სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა.

ბიბილოვმა ოფიციალური თბილისის პოლიტიკას, მოახდინოს რეგიონის იზოლაცია, უნაყოფო უწოდა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია გამკაცრდეს ე. წ. საზღვრის დაცვის ღონისძიებები.

ახალი კორონავირუსი რუსეთს მაინც უტევს: მზადაა ქვეყანა საამისოდ?

SCIENCE აშშ

რიჩარდ სთოუნი

ბოლო კვირეების განმავლობაში, რუსეთი თითქოსდა ახერხებდა საფრთხე თავიდან აეცილებინა. როცა 2019 წლის კორონავირუსული სენი საზღვარს იქით ბობოქრობდა, რუსეთს ის თითქმის არ შეხებია, ჯერ კიდევ 10 მარტისთვის ინფიცირების სულ 7 შემთხვევა აღირიცხა. მას შემდეგ დაავადებულთა რიცხვი განუხრელად იზრდება. სადღეისოდ ქვეყანაში 840 ფაქტია გამოვლენილი და შემთხვევების ორი მესამედი მოსკოვის ოლქზე მოდის.

Read More

შესაძლოა იყოს ომი: თურქეთი და რუსეთი სირიაში სახიფათო თამაშს ეწევიან

The national interest


მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს სირიიის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იდლიბში ავიადარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ერთი თვის დანაკარგმა, დაახლოებით 50 კაცს მიაღწია. სავარაუდოდ, თავდასხმა  რუსეთის ავიაციამ განახორციელა. ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 2019 წელს სოჭში დაიდო, უმოქმედოა – მოსკოვი და ანკარა სირიაში მზარდი ესკალაციის გზას დაადგნენ.

 

Read More