1. 03. 2020

ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი დაახლოებით 40 % დაეცა. OPEC-ის წინადადებას შემდგომი სტაბილიზაციის მიზნით მომხდარიყო მოპოვების შეზღუდვა, რიგი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი არ დაეთანხმა. დღეს ბარელი ნავთობი 31 დოლარი ღირს.

  1. 03 2020

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას მიაღწიეს. 2020 წლის პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

მთავრობის ფორმირებას ხმების მინიმუმ 40% დასჭირდება.

07.03.2020

ამერიკელი მეცნიერების პროგნოზით კორონავირუსის ვაქცინა საუკეთესო შემთხვევაში 2021წელს გამოვა. აშშ-მ  ვაქცინის შესაქმნელად 3 მილიარდი გამოჰყო.

06.03.2020

ბერძენმა მესაზღვრეებმა სირიელი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ქვეყანაში თურქეთის ტერიტორიიდან მათი შეღწევის მცდელობა აღკვეთეს.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიფ ერდოგანმა განაცხადა რომ გახსნიდა საზღვრებს და აღარ შეზღუდავდა ევროპაში მიგრანტების გადაადგილებას.

05.03. 2020

გაეროს  უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მ, ესტონეთმა და დიდიმა ბრიტანეთმა დაგმეს 2019წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ საქრთველოზე განხორციელებული  კიბერშეტევა.

04.03. 2020

პარლამენტში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს. სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო არენაზე გამოუყენებელი პოტენციალი აქვს

03.03. 2020

ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი ფილმმა „მწვანე წიგნი“  მოიპოვა. ფილმის შემქნელ ჯგუფს ოსკარები გადაეცა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისა და საუკეთესო სცენარისთვის.

02.03.2020

გაიმართა კორონავირუსთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დამატებითი სადენზინფექციო სამუშაოების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყება და 16 -მდე გასტანს